გიორგი მამაცაშვილი: საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია გმობს ბოლო დღეებში სხვადასხვა მედია-საშუალებების ჟურნალისტების მიმართ გამოხატულ ძალადობას
“საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია გმობს ბოლო დღეებში სხვადასხვა მედია-საშუალებების ჟურნალისტების მიმართ გამოხატულ ძალადობას!”,- ამის შესახებ საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ჟურნალისტი, მით უფრო, თუ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს – ხელშეუხებელია.
“როგორც აქციის მონაწილეები ბოლო დღეების განმავლობაში (და უკვე მერამდენედ!) იქცევიან საზოგადოებრივი მაუწყებლის, “ტელე-იმედისა” და “პოსტივის” კონკრეტული ჟურნალისტების მიმართ, – დანაშაულია!
ძალიან სამწუხაროა და ვწუხვართ, – აქციის მსვლელობისას დაშავდნენ ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი გურამ როგავა და სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც.
ჟურნალისტი, მით უფრო, თუ ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს – ხელშეუხებელია!”,- წერს მამაცაშვილი.