რომელი ტიპის ავტობუსების შემოყვანა იქნება თბილისში მიზანშეწონილი, კვლევის შედეგად გახდება ცნობილი

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, რომელი ტიპის ავტობუსების შემოყვანა იქნება თბილისში მიზანშეწონილი, კვლევის შედეგად გახდება ცნობილი.
ნარმანიას თქმით, უცხოური კომპანიების მხრიდან ასევე არის ინტერესი, საქართველოში განხორციელდეს ინვესტირება, ავტობუსების ქარხანასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, 2015 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადის ორგანიზებისთვის რამდენიმე ათეული ახალი ავტობუსის შეძენა იქნება საჭირო და ამ თვალსაზრისითაც აქტიური მუშაობა დაწყებულია.
“მე დავიწყე მოლაპარაკებები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. ისინი გააკეთებენ სპეციალურ კვლევას საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელი ტიპის ავტობუსების შემოყვანა იქნება მიზანშეწონილი. მეორე მხრივ, საქართველოში ინვესტიციის საამწყობო ქარხანის განხორციელებასთან დაკავშირებით უცხოური კომპანიების ინტერესია და ამაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ჯერჯერობით ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს, მაგრამ კვლევის შედეგად დადგინდება, რომელი ტიპის ავტობუსების შემოყვანაა მიზანშეწონილი”, – განაცხადა მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები