შარმანაშვილი – პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატზე: ეს ადამიანი უნდა იყოს ერუდირებული და შესაბამისი გამოცდილების მქონე
“მთავარი ერთია, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს ერუდირებული და შესაბამისი გამოცდილების მქონე, რომელსაც შეუძლია, ეს უმაღლესი თანამდებობა დაიკავოს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა იყოს დამოკიდებული გარე ძალებზე.
“მისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ქართველი ხალხის ნება და არაფერი სხვა. თუ ასეთი კანდიდატურა არ იქნება, ის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს. დარწმუნებული ვარ, ასეთი კანდიდატურა იქნება შერჩეული”, – განმარტა შარმანაშვილმა.