მელიქიშვილზე ოპოზიციონერი ლიდერები კვლავ იმყოფებიან – მათი გეგმა ქუჩების პარალიზებაა
მელიქიშვილის გამზირზე ვითარება უცვლელია. ამ დროისთვის, ადგილზე მოქალაქეები და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.
მათი გეგმაა, რომ პროტესტი თბილისის ქუჩებში გაგრძელდეს. ლიდერების თქმით, ისინი საკუთარ გეგმებს არ დააანონსებენ.
ამასთან, სიტყვით გამოვიდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი – გიორგი ვაშაძე, რომელმაც მხარდამჭერებს მიმართა და მოუწოდა, ადგილზე მივიდნენ, რადგან ისინი ცოტა არიან და პროტესტის გასაგრძელებლად მეტი ადამიანია საჭირო.
აქტივისტები დაშლას არ აპირებენ.