“მამუკა ხაზარაძეს მხოლოდ საკუთარი სიმდიდრე ადარდებს” – რატი იონათამიშვილი
“მამუკა ხაზარაძეს მხოლოდ საკუთარი სიმდიდრე ადარდებს, მისი ბოდვები არავისთვის საინტერესო არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილის თქმით, ხაზარაძე “თაღლითი ადამიანია”.
„მამუკა ხაზარაძის ბოდვები საინტერესო არ არის, რადგან თაღლითი ადამიანია და კრიმინალური ისტორიის არის. მისი პუნქტები მას და მის პარტიას კიდევ უფრო აყენებს უხერხულ სიტუაციაში, სინამდვილეში, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი განშტოებაა. ცხადია, როგორც მათი სიტყვა, ასევე მათი ხელოვნური გეგმები უინტერესოა. ხაზარაძეს საკუთარი რეპუტაცია არასოდეს ადარდებდა და საზოგადოებამ თაღლითად გაიცნო, მხოლოდ თავისი სიმდიდრე ადარდებს. ამ გზისთვის საკუთარი რეპუტაცია არ ადარდებს. ალბათ, თავადაც იცის, რომ მისი ბოდვები არავისთვის საინტერესო არ არის, მაგრამ მაინც ცდილობს, ვინმეს გარედან თავი მოაწონოს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.