“წერილის ავტორები საქართველოს ისტორიაში შევლენ, როგორც მოღალატეები და ამ ქვეყნის შავი ლაქა” – იონათამიშვილი

“წერილის ავტორები საქართველოს ისტორიაში შევლენ, როგორც სამარცხვინო, მოღალატეები და ამ ქვეყნის შავი ლაქა”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატი კოალიცია „ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ძლიერი საქართველო“, პარტია „საქართველოსთვის“ მიერ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილ წერილს ეხმაურება.

„მათ ეს წერილი 26 ოქტომბრამდე რომ გამოექვეყნებინათ, დარწმუნებული ვარ, იმის ათი პროცენტიც არ მისცემდა ხმას, ვინც მათ მხარი დაუჭირა. ამ მავნებლურ წერილებს ფარულად წერენ და აღიარებენ იმას, თუ როგორ სძულთ და როგორ სწირავენ ქვეყანას პირადი მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, ქვეყანას ვერ გაწირავენ. სინამდვილეში, ქვეყანას არა ოპოზიცია, არამედ მოძულე ადამიანები ჰყავს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები