“დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც ამ აგენტურულ ოპოზიციას დაუჭირა მხარი, ძალიან ნანობს” – იონათამიშვილი

“დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც ამ აგენტურულ ოპოზიციას დაუჭირა მხარი, ძალიან ნანობს, რაც ბუნებრივია”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ქვეყანას მავნებელი ოპოზიცია ჰყავს.

„ქვეყანას მავნებელი ოპოზიცია ჰყავს, რომელთაც მხოლოდ მავნებლობა შეუძლიათ, რისი რესურსიც მალე აღარ ექნებათ, რადგან ოპოზიცია გაკოტრებული და ნიღაბჩამოხსნილია. დარწმუნებული ვარ, რომ იმ ადამიანების უმეტესობა, ვინც ამ აგენტურულ ოპოზიციას დაუჭირა მხარი, ძალიან ნანობს, რაც ბუნებრივია. სასოწარკვეთილი ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყანა დააზიანოს, მაგრამ საბოლოო ჯამში იმდენად დაზიანდება, რომ პოლიტიკურ ველზე დარჩენის აღარანაირი რესურსი აღარ ექნებათ. ეს ხელოვნურია, რომელსაც საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს. სწორედ ამიტომ, მათი რაოდენობა რამდენიმე ათეულს არ სცდება. ესეც ზუსტად იმ რადიკალების სახეა, ვინც ცდილობს, ქვეყანა დააზარალოს. მათ მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშის სახით საშინაო დავალება ჰქონდათ, რასაც პუნქტობრივად მიჰყვებიან, თუმცა ამ დავალების შესრულებაშიც უსუსურები არიან და ორიანი ეკუთვნით. ეს გაკოტრებული და აგენტურული ოპოზიცია დღევანდელობის სირცხვილია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები