ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოზე და ქვეყანაში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელებს.

საბჭოს სხდომა ბრიუსელში ადგილობრივი დროით 09:30 საათზეა ჩანიშნული. საკითხზე მთავარი მომხსენებელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი იქნება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები