ოპოზიციის მიზანი ბოლო კვირის განმავლობაში მოვლენების მაქსიმალური ესკალაციაა, რათა მეტი უარყოფითი შეფასება მიიღოს საქართველომ ევროკავშირისგან, ეს კიდევ ერთხელ გვანახებს, თუ რაოდენ მოღალატეობრივია ეს ძალა,- ამის შესახებ საპარლამენტო
უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ განაცხადა.
„შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უსუსური გაკოტრებული პოლიტიკური რადიკალური კლანის ბოლო გაფართხალება. მათი მიზანია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში მოვლენების მაქსიმალური ესკალაცია მოახდინონ ერთი მარტივი მიზნით, რომ მეტი უარყოფითი შეფასება მიიღოს საქართველომ ევროკავშირისგან. ეს კიდევ ერთხელ გვანახებს, თუ რაოდენ ბოროტი და მოღალატეობრივია ის ძალა, რასაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ვეძახით“, – განაცხადა ბითაძემ.