ვახტანგ ჩოჩია: ოპოზიციამ ცესკოს თავმჯდომარეზე განხორციელებული ძალადობის აქტი შეაფასა როგორც დადებითი მოვლენა ქართულ დემოკრატიაში, ეს კამპანია მათ სასიკეთოს არაფერს მოუტანს

ვიხილეთ ცესკოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მხრიდან ჩადენილი სამარცხვინო აქტი, როდესაც მან გიორგი კალანდარიშვილს საღებავი შეასხა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერმა, ვახტანგ ჩოჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს წინასწარ დადგმული პროვოკაცია იყო, რაც მიზნად ისახავდა გარკვეული დაძაბულობის შემოტანას, რათა ცესკოს სხდომა ჩაშლილიყო და საბოლოო ოქმი არ გამოქვეყნებულიყო.

„ოპოზიციამ ცესკოს თავმჯდომარეზე განხორციელებული ძალადობის აქტი შეაფასა როგორც დადებითი მოვლენა ქართულ დემოკრატიაში. ეს კამპანია მათ სასიკეთოს არაფერს მოუტანს, პირიქით ისინი თავიანთი ამომრჩევლის წინაშეც იქნებიან მხილებულნი“, – განაცხადა ჩოჩიამ.

შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს ცესკოში სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ, გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები