ნინო წილოსანი – ოპოზიციაზე: თვალნათელია, რომ მათი პროტესტი ყალბია
რა თქმა უნდა, თვალნათელია, რომ მათი პროტესტი ყალბია, ისევე როგორც ყალბია მიზნობრიობა, რასაც ეს პროტესტი ატარებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე საუბრისას აცხადებს.
„ყველაფერი კეთდება ამ დღეებში ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისთვის, სადაც მათ უნდათ რომ დადგან სურათი, პიარულად გაბრენდილი ფოტო-ვიდეო მასალა, რაც მისცემს მათ ევროპელ მხარდამჭერებს და პატრონებს საფუძველს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ არაერთი უსამართლო განცხადება გააკეთონ“, -აღნიშნა წილოსანმა.