გიორგი ჩაკვეტაძე: ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში არეულობის გამოწვევაა, რაც არ გამოუვათ

ხელმოცარულ ოპოზიციას რაც დარჩენილი აქვს არის ის, რომ ჩაატაროს აქციები, რომელზეც ძალიან ცოტა ადამიანი დადის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა
გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში არეულობის გამოწვევაა, რაც არ გამოუვათ.

„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, გარკვეულ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც თავიანთი პარტიის მხარდამჭერებს გადაუხადეს, რომ ჩამოეყვანათ თბილისში, მაგრამ როგორც მათი ყველა სხვა აქცია, ეს აქციაც წარუმატებლობისთვისაა განწირული“, – განაცხადა ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები