ოკუპირებულ აფხაზეთში „მრავალფუნქციური კომპლექსების შესახებ“ კანონპროექტი დამტკიცდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სხდომაზე საკონსტიტუციო კანონპროექტი „მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ“ მეორე მოსმენით დამტკიცდა.

„მრავალფუნქციური კომპლექსი არის არასაცხოვრებელი ქონების კომპლექსი, რომელიც შედგება ერთი ან მეტი არასაცხოვრებელი შენობისგან და შეიცავს არასაცხოვრებელ ფართებს, სხვადასხვა ფუნქციონალური მიზნებისათვის.

„მულტიფუნქციური კომპლექსის შემადგენლობაში ნებადართულია საოფისე, საცალო, სპორტული, საგამოფენო, საგანმანათლებლო და სხვა არასაცხოვრებელი ფართების განთავსება.

აკრძალულია არასაცხოვრებელი შენობებისა, როგორც მრავალფუნქციური კომპლექსის ნაწილად, ასევე თავად მრავალფუნქციური კომპლექსის (მთლიანად ან ნაწილობრივ) გადატანა საცხოვრებელ კორპუსებში, მრავალბინიან შენობებში, ცალკეულ საცხოვრებელ კორპუსებში“, – ნათქვამია ე.წ. დეპუტატების მიერ დღეს დამტკიცებულ დოკუმენტში.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ინვესტიციების გარანტიების შესახებ შეთანხმების პროექტი ე.წ. პარლამენტს 2024 წლის ზაფხულში წარედგინა და მაშინვე მოჰყვა მწვავე კრიტიკა ე.წ. ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რუსი ინვესტორებისთვის შეთავაზებული უპრეცედენტო დათმობების გამო.

1 ოქტომბერს მოსკოვმა ოკუპირებულ აფხაზეთს საბიუჯეტო დაფინანსება შეუჩერა, მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი ამ დოკუმენტის ხელმოწერა იყო. 30 ოქტომბერს, მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ინვესტიციების გარანტიის შესახებ.

ამ დოკუმენტის ძალაში შესვლას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სავალდებულო რატიფიცირება სჭირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები