შალვა პაპუაშვილი: 1 გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნონ, ზუსტად იმავეს გაიმეორებენ, რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო
,,ეს იყო გამოვლენა იმ ავტორიტარიზმისა, რომელიც მაშინ საქართველოში იყო დამყარებული და გვახსოვს ჩვენ გარედან როგორი იყო მხარდაჭერა იმ რეჟიმის მიმართ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„როდესაც ადამიანს არანაირი ღირებულება არ აქვს, ვერც იმას იაზრებს, რომ ეს პასუხისმგებლობა ტვირთია და ის უნდა ატარონ. მათთვის ეს ყველაფერი ნაწილია იმ ხელისუფლების ინსტრუმენტები, რომელიც მათთვის ბუნებრივია. იმიტომ ვამბობთ, 1 გრამი ძალაუფლებაც მათ რომ დაიბრუნონ ზუსტად იმავეს გაიმეორებენ რაც თბილისსა და ბათუმში დაატრიალეს, იმავე გაიმეორებენ რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო – წამების სისტემები, ბიზნესის რეკეტი, ადამიანებისთვის ღირსებისა და უფლებების აყრა. ზუსტად ეს რეჟიმი დამყარდებოდა საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.