გურამ მაჭარაშვილი: ევროპელ ლიდერებთან კობახიძის შეხვედრა უკვე არის ურთიერთობების გადატვირთვის მაჩვენებელი, პროცესები იმაზე მალე განვითარდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია

„ევროპელ ლიდერებთან ირაკლი კობახიძის შეხვედრა უკვე არის ურთიერთობების გადატვირთვის მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ევროკავშირი საჭიროა საქართველოსთვის, როგორც საქართველო ევროკავშირისთვის. დასაწყისი უკვე ხილულია და ამას ვხედავთ”, –  ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროცესები იმაზე მალე განვითარდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია.

“გადატვირთვის რეჟიმი ზუსტად იმას გულისხმობს, რომ მიდგომები შეიცვლება და პატივისცემა იქნება ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს მიმართ, რომელმაც ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები აირჩია. ჩვენ მიმართ დამოკიდებულება როცა შეიცვლება, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ის ურთიერთობები გააქტიურდება, რაც თუნდაც ორი-სამი წლის წინ იყო. დარწმუნებული ვარ, გადატვირთვის თვალსაზრისით, პროცესები იმაზე მალე განვითარდება, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია, მათ შორის, ევროკავშირთან ურთიერთობის მიმართულებით. დათმობაში იმას ვგულისხმობთ, რომ ვასალური დამოკიდებულებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები არ იქნება. პარტნიორული ურთიერთობებისთვის ყოველთვის ვიყავით  მზად და აწიც ვიქნებით“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იმართება. სამიტში მონაწილეობს 40-მდე სახელმწიფოს ლიდერები, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები