ნინო წილოსანი: 7 ნოემბერი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, იმ ბოროტების მანქანის მსახური ადამიანები აუცილებლად უნდა იყვნენ აღმოფხვრილი ქართული პოლიტიკიდან
7 ნოემბრის შემოქმედები ჯერ კიდევ არსებობენ ქართულ პოლიტიკაში,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა.
„საბედნიეროდ, ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო გამარჯვებულია იმ ძალაზე, რომელიც იყო 7 ნოემბრის შემოქმედი, თუმცა, სამწუხაროდ, ამავდროულად, ამ 7 ნოემბრის შემოქმედები ჯერ კიდევ არსებობენ ქართულ პოლიტიკაში. 7 ნოემბერი კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, ამ სისტემის შემქმნელი, სახელმწიფოს დამაქცეველი და იმ ბოროტების მანქანის მსახური ადამიანები აუცილებლად უნდა იყვნენ აღმოფხვრილი ქართული პოლიტიკიდან“, – აცხადებს წილოსანი.
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა.