ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მასწავლებლის ჯილდოს პრეზენტაცია გაიმართა

მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს“ ორგანიზებით ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მასწავლებლის ჯილდო დიასპორული განათლებისთვის, დაფუძნდა.

ჯილდოს დაარსების მიზანია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ პედაგოგთა და მათი ღვაწლის აღიარება, უდიდეს წვლილის წარმოჩენა, რომელიც შეაქვთ ქართული ენის, კულტურისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში.

მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველო“ 2020 წელს დაარსდა და მსოფლიოს 24 ქვეყნის ქართული საკვირაო სკოლებსა და კულტურის ცენტრებში მოღვაწე მასწავლებელთა გაერთიანებაა.

ჯილდოს დებულების პრეზენტაცია საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრში“ გაიმართა. დიასპორის საკვირაო სკოლის მასწავლებლები გაეცნენ პროფესიულ სასწავლებლის ლაბორატორიას.

მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს“ პრეზიდენტმა ირინე ჯგერენაიამ და კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორმა მათე ტაკიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც მიზნად ისახავს დიასპორაში მყოფი ოჯახის წევრების, საქართველოში მცხოვრები ბავშვების ჩართულობას პროფესიის დაუფლებაში.

ასოციაციის ინიციატივით მადლობის დიპლომებით დაჯილდოვდნენ საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე მასწავლებლები.

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დიპლომით დაჯილდოვდა კოლეჯი სპექტის დირექტორი, მათე ტაკიძე. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდმა მასწავლებელთა საერთაშორისო ასოციაციის „საქართველოს“ პრეზიდენტი, ირინე ჯგერენაია დააჯილდოვა მადლობის დიპლომით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები