“Ipsos France”-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 61% სასამართლოს დამოუკიდებლობას დადებითად აფასებს

“Ipsos France”-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 61% სასამართლოს დამოუკიდებლობას დადებითად აფასებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

“იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კონსორციუმა „Ipsos France“ და პროფესორმა იან ვან დაიკმა მოსახლეობისა და სამართლის პროფესიული წრეების კვლევა ჩაატარეს.

მოსახლეობის კვლევის ფარგლებში 2000 რესპონდენტი საქართველოს მასშტაბით 2024 წლის 14 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში მოსახლეობის 61% აფასებს მართლმსაჯულების სისტემას დამოუკიდებლობის თვალსაზრისით როგორც ძალიან ან მეტწილად კარგი. ეს მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით გაიზარდა 10%-ით და აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, რაც 2023 წლის ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით, 53%-ია.

ამასთან, პროფესიულ წრეებში ჩატარებულმა ინტერვიუებმა აჩვენა, რომ განხორციელებული რეფორმები არსებითად დადებითად შეაფასეს დარგობრივი სექტორის წარმომადგენლებმა (მოსამართლეები, პროკურორები, ადვოკატები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები