“ვერ დამისახელებთ ერთ ფაქტს, როდესაც აქცია იყო მშვიდი და სამართალდამცველებმა დაიწყეს შტურმი, თავდასხმა ან გაზი გაუშვეს” – ვახტანგ გომელაური

“თქვენ ვერ დამისახელებთ ერთ ფაქტს, როდესაც აქცია იყო მშვიდი, წყნარი და სამართალდამცველებმა დაიწყეს შტურმი, თავდასხმა ან გაზი გაუშვეს”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრი ბოლო დღეს ქვეყანაში გამართულ აქციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ, მათ შორის, არაერთი სამართალდამცველი მძიმედ დაშავდა.

“მძიმედ დაშავდნენ პოლიციელები და დღემდე ვერ დავადგინეთ [სავარაუდო დამნაშავე]. იყო რამდენიმე არასასიამოვნო ფაქტი, რომელიც არავის მოეწონებოდა, დავარქვათ ამას “ძალის გადამეტება”. ამას ყველაფერს სჭირდება გამოძიება”, – განმარტა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები