უქმე დღეს საქართველოს მასშტაბით მუნიციპალურ ცენტრებში მდებარე იუსტიციის სახლის 33 ფილიალი იმუშავებს

25 ოქტომბერს გამოცხადებულ უქმე დღეს საქართველოს მასშტაბით მუნიციპალურ ცენტრებში მდებარე იუსტიციის სახლის 33 ფილიალი იმუშავებს და მომხმარებელს მხოლოდ პიროვნებასთან დაკავშირებულ მომსახურებებს მიაწვდის, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლის პრესსამსახური ავრცელებს.

„კერძოდ, 25 ოქტომბერს იუსტიციის სახლის ფილიალები გასცემენ მზა დოკუმენტებს: საქართველოს მოქალაქის პასპორტს, პირადობის მოწმობას; დაბადების, ქორწინების, გარდაცვალების მოწმობებს; განცხადების წარდგენის დღესვე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის მიღება შესაძლებელი იქნება თბილისის ცენტრალური, თბილისის გლდანის, თბილისის ვარკეთილის, რუსთავის, ბათუმის №1 და ბათუმის №2 და ქუთაისის იუსტიციის სახლებში; იუსტიციის სახლები მომხმარებელს 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ; ქორწინების სახლები 25 ოქტომბერს ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ;

25 ოქტომბერს მომხმარებელს იუსტიციის სახლის შემდეგი ფილიალები მოემსახურებიან: ახალქალაქის იუსტიციის სახლი, ახალციხის იუსტიციის სახლი, ბათუმის №1 იუსტიციის სახლი, ბათუმის №2 იუსტიციის სახლი, ბოლნისის იუსტიციის სახლი, ბორჯომის იუსტიციის სახლი, გარდაბნის იუსტიციის სახლი, გურჯაანის იუსტიციის სახლი, გორის იუსტიციის სახლი, ზესტაფონის იუსტიციის სახლი, ზუგდიდის იუსტიციის სახლი, თბილისის გლდანის იუსტიციის სახლი, თბილისის ვარკეთილის იუსტიციის სახლი, თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი, თელავის იუსტიციის სახლი, თიანეთის იუსტიციის სახლი, ლაგოდეხის იუსტიციის სახლი, მარნეულის იუსტიციის სახლი, მარტვილის იუსტიციის სახლი, მესტიის იუსტიციის სახლი, ოზურგეთის იუსტიციის სახლი, ონის იუსტიციის სახლი,რუსთავის იუსტიციის სახლი, სამტრედიის იუსტიციის სახლი, სენაკის იუსტიციის სახლი, ფოთის იუსტიციის სახლი, ქარელის იუსტიციის სახლი, ქუთაისის იუსტიციის სახლი, ყაზბეგის იუსტიციის სახლი, ყვარლის იუსტიციის სახლი, წყალტუბოს იუსტიციის სახლი, ხონის იუსტიციის სახლი და ხაშურის იუსტიციის სახლი“,- აღნიშნულია იუსტიციის სახლის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები