“როდესაც “ნაცმოძრაობის” სისხლიანი რეჟიმი გუგუნებდა, ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა” – მაჭავარიანი
“ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრი გვისაუბრია. ქალბატონ სალომეს არაფრის უფლება არ აქვს, არც მთავრობის დაკომპლექტების და არც პრემიერობის კანდიდატის დასახელების”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ისაუბრა, რითაც ორბელიანების სასახლეში ნიკა გილაურის მისვლას გამოეხმაურა.
“თუ კონკრეტულად ნიკა გილაურთან დაკავშირებით უნდა გავაკეთო კომენტარი, იმას ვიტყვი, რომ ქალბატონმა სალომემ აღნიშნა, რომ იმ კანდიდატს, ვისაც გავუჟღერებ რადიკალურ ოპოზიციურ ძალებსო, იქნება ისეთი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკური წარსული არ გააჩნიაო. როდესაც ნაციონალური მოძრაობის სისხლიანი რეჟიმი გუგუნებდა, ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. რა ახალ სახეზეა საუბარი, ჩვეულებრივად “ნაციონალური მოძრაობის“ ძველი სახეა, რომელიც იმ რეჟიმის დროს იკავებდა უმაღლეს თანამდებობას”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, “კურიერის“ ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის ტექნიკური მთავრობის პრემიერობის კანდიდატი ნიკა გილაურია.