შალვა პაპუაშვილი: კახელი გლეხისთვის განსაკუთრებულია წლევანდელი შემოდგომა – სახელმწიფო ფიქრობს არა მოკლევადიან გეგმებსა და მიზნებზე, არამედ ფიქრობს თითოეულ ადამიანზე

“კახელი გლეხისთვის განსაკუთრებულია წლევანდელი შემოდგომა – სახელმწიფო ფიქრობს არა მოკლევადიან გეგმებსა და მიზნებზე, არამედ ფიქრობს თითოეულ ადამიანზე”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„კახელი გლეხი გადასული იყო იმაზე, რომ ვენახი ჩაენაცვლებინა სხვა კულტურებით. შემობრუნდა უკან – ვენახისკენ, ღვინისკენ და გვაქვს არნახული ზრდა ამ მიმართულებით. წელს იცით, რომ 300 ათასი ტონაა ყურძნის მოსავალი. მოსავლიანობა გაექვსმაგებულია, რადგან გაშენდა ვენახები. ჩვენ თუ გვქონდა, დაახლოებით, 65მლნ დოლარის ექსპორტი, გასულ წელს უკვე 260 მლნ იყო და 2028 წლისთვის ექსპორტი 500 მლნ დოლარი გახდება. შემოსავალიც შესაბამისად – თუკი 10-12 წლის წინ მევენახეების, გლეხების ოჯახებში შედიოდა სადღაც, 70 მლნ ლარი, წელს უკვე ეს არის 300 მლნ-ზე მეტი.

ამიტომ, ეს არის ზუსტად შედეგი იმის, რომ სახელმწიფო ფიქრობს არა მოკლევადიან გეგმებსა და მიზნებზე, არამედ ფიქრობს თითოეულ ადამიანზე, ფიქრობს იმ ტრადიციულ მიმართულებებზე, რომელიც ჩვენ გვქონდა, რომელმაც ათასწლეულები გამოიარა და წინა ხელისუფლება ამის გადაკეთებას ცდილობდა, რომ კახელ გლეხს ვენახი სხვა კულტურებით ჩაენაცვლებინა. ამიტომ, კახელი გლეხისთვის განსაკუთრებულია წლევანდელი შემოდგომა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გურჯაანში ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები