აფხაზეთიდან დევნილებს ჩაფიძის გულის ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და ჩაფიძის გულის ცენტრის მხარდაჭერით აფხაზეთიდან დევნილებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.

სამინისტროს ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებზე, რომლებსაც ჩაუტარდათ კარდიოლოგიური კვლევის სრული გამოკვლევა.

დროებით დევნილ საზოგადოებას  ექიმის დანიშნულების შესაბამისად მედიკამენტები უფასოდ გადაეცათ.

ლაშა ქარდავას თქმით, სამინისტრო მომავალში გეგმავს სხვა კლინიკებთან თანამშრომლობას და მემორანდუმის გაფორმებას.

“მადლობა მინდა გადავუხადო ჩაფიძის გულის ცენტრს თანამშრომლობისთვის. მსგავსი პარტნიორული ურთიერთობები მნიშვნელოვანია ჩვენი დროებით დევნილი საზოგადოებისთვის და მათი ჯანმრთელობისთვის. სამინისტრო მომავალში გეგმავს სხვა კლინიკებთან თანამშრომლობას და მემორანდუმის გაფორმებას”,- განაცხადა ლაშა ქარდავამ.

ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, მინისტრის მოადგილე მანონა გეჯუა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები