„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტები სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პრაქტიკას გაივლიან

„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პრაქტიკის გასავლელად სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პრაქტიკის ფარგლებში, სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა დაესწრონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმის განხილვას და ასევე, სამუშაო ვიზიტით ეწვიონ სხვა ევროპულ ინსტიტუტებს.

„კონკურსის შედეგად შეირჩევა 10 საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტი, რომლებსაც ავიაბილეთებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯები სრულად დაუფინანსდებათ „ევროპის უნივერსიტეტის“ მიერ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები