პუტინმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაფართოების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი გაფართოვდა, – ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, სტუდენტებსა და სამუშაო საქმიანობის განსახორციელებლად ჩასულებს, ახლა რუსეთში 90 დღეზე მეტი ყოფნის უფლება აქვთ.

დადგენილება ძალაში ხელმოწერის დღიდან – 10 ოქტომბრიდან შედის.

მანამდე, საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეძლო რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა 90 დღეზე მეტი ვადით, გარდა იმ პირებისა, ვინც ქვეყანაში სამუშაოდ ან სასწავლებლად ჩადიოდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები