რატომ უნდა ისარგებლო MBC-ის ფულადი გზავნილებით

ფულადი გზავნილი ფინანსური პროდუქტია, რომელიც საშუალებას გაძლევს გაუგზავნო თანხა მესამე პირს საბანკო ანგარიშის გარეშე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე.

ფულადი გზავნილები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია.

რას გთავაზობს MBC

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისის ფულადი გზავნილების სერვისი საშუალებას გაძლევს მიიღო ან გააგზავნო თანხა ყოველგვარი რიგისა და დაყოვნების გარეშე.

ემბისი ფულადი გზავნილებისთვის არ მოითხოვს ანგარიშის გახსნას და უზრუნველყოფს თანხის სასურველ ადრესატთან სწრაფად და კომფორტულად გაგზავნას.

რატომ უნდა ისარგებლოთ ფულადი გზავნილებით ემბისიში?

● ემბისი გთავაზობს მომენტალურ მომსახურებას, რაც იმას ნიშნავს, რომ შენი თანხა დაუყოვნებლივ მიაღწევს დანიშნულ ადგილამდე;

● გაგზავნი და მიიღებ ფულად გზავნილებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში;

● MBC-ის მომსახურება არის ყველაზე სწრაფი, კომფორტული და სანდო – რაც იმას ნიშნავს, რომ სერვის ცენტრში რიგში დგომა და დროის დაკარგვა არ მოგიწევს.

რა არის საჭირო ფულადი გზავნილების მომსახურებით სარგებლობისთვის?

MBC, ისევე როგორც სხვა სერვისების შემთხვევაში, ფულადი გზავნილებისთვისაც მინიმალურ დოკუმენტაციას ითხოვს. დაგჭირდება მხოლოდ:

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

2. გზავნილის უნიკალური კოდი

ფულადი გზავნილების სერვისი ეფექტური და სწრაფია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ გარკვეული რისკები და გამოწვევებიც ახლავს თან:

ზოგიერთი სერვისი მოითხოვს პირადობის დადასტურებას, მიმღების თუ გამგზავნის შესახებ გარკვეული ინფორმაციის ფლობას, რაც შესაძლოა კიბერ-თაღლითების სამიზნე გახდეს. ამიტომ, ტრანზაქციის შესრულებისას მაქსიმალური სიფრთხილის დაცვა გჭირდება.

რა უნდა გავითვალისწინოთ ფულადი გზავნილებით სარგებლობისას

● არ გაუზიარო შენი პირადი ინფორმაცია ან გზავნილის კოდი სხვა პირს;

● გაეცანი იმ ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობას, სადაც ფულის გაგზავნას აპირებ. ზოგიერთ ქვეყანას, შეიძლება, ჰქონდეს სპეციფიკური შეზღუდვები ან მოთხოვნები;

● შეამოწმე ტრანზაქციის დეტალები და დარწმუნდი, რომ ყველა დეტალი სწორი და სრულყოფილია, რათა თავიდან აიცილო შესაძლო შეცდომები ან შეფერხებები.

ფულადი გზავნილებისთვის, აირჩიე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC – ისარგებლე ფულადი გზავნილების სისტემით მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები