ქარიშხალი „მილტონის“ სავარაუდო ტრაექტორიისა და სიძლიერის გათვალისწინებით, ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სტიქიურ უბედურებაზე საპასუხო ზომების მართვას ჩაუდგება სათავეში,- ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
აშშ-ის შტატ ფლორიდაში მოსალოდნელი ქარიშხლის „მილტონის“ გამო 5,5 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს შტატის ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ევაკუაციაა.
ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, მივიდნენ უახლოეს თავშესაფრებამდე და იქ დაბინავდნენ.
აშშ-ის ტერიტორიაზე ქარიშხალ „მილტონს“ დღეს ელოდებიან და სპეციალისტების ვარაუდით, ის კატასტროფულად დამანგრეველი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე ძლიერი ქარიშხალია, რომელიც ამ რეგიონს დაატყდა თავს. მანამდე ქარიშხალ „ჰელენს“ 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.