იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პრესსამსახური იტყობინება, რომ ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი 2025 წლის თებერვლიდან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე გახდება.

აღნიშნულ თანამდებობაზე სტოლტენბერგი გერმანელ კრისტოფ ჰეუსგენს შეცვლის.

ჰეუსგენი ამ თანამდებობას 2022 წლიდან იკავებდა.

„მე მთელი ჩემი პოლიტიკური კარიერა მივუძღვენი მშვიდობის შენარჩუნებას, ჩემთვის პატივი იქნება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ხელმძღვანელობა“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, სტოლტენბერგი აქამდე ნატო-ს გენერალური მდივნის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. მან ალიანსის მართვის სადავეები ნიდერლანდების ყოფილ პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს 1-ელ ოქტომბერს გადააბარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები