ლიბერთიმ, პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი” გამარჯვებულები დააჯილდოვა
ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ინიციატივით, წელს პირველად დაწესდა პრემია „ჩვენი ვეფხისტყაოსანი”. პრემიის მიზანია „ვეფხისტყაოსნის”, როგორც ჩვენი საზოგადოების გამორჩეული საგანძურის პოპულარიზება და სკოლებში, მისი სწავლების განვითარების ხელშეწყობა.
წელს, სპეციალურმა ჟიურიმ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი” 11 ფინალისტი შეარჩია და მათგან სამი მასწავლებელი 2024 წლის გამარჯვებული გახდა.
პრემიის „ჩვენი ვეფხისტყაოსანი” გამარჯვებულები არიან:
საბა მელისკაური, თიანეთის მუნიციპალიტეტის დაბა სიონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
მარინე კვარაცხელია, აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
მაკა ბუდაღაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
გამარჯვებული მასწავლებლები ლიბერთი ბანკმა დააჯილდოვა. მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ კი ფინალისტები თანამედროვე, ექსკლუზიური „ვეფხისტყაოსნის” სამაგიდო თამაშებით დაასაჩუქრა. „სულაკაურის გამომცემლობამ” თერთმეტივე ფინალისტს გადასცა გამომცემლობის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათი – “ვეფხისტყაოსნის” გრაფიკული რომანი, რომელიც მხატვარ დავით მაჭავარიანის ილუსტრაციებითაა გაფორმებული.