ბექა ოდიშარია: ხალხის გულებში თუ აღდგება ერთმანეთის ნდობა, მაშინ აღდგება ჩვენი ძმობაც, მეგობრობაც და მხოლოდ ამის შემდგომ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა

ხალხის გულებში თუ აღდგება ერთმანეთის ნდობა, მაშინ აღდგება ჩვენი ძმობაც, მეგობრობაც და მხოლოდ ამის შემდგომ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიწა და ტერიტორია ადამიანების გულების გაერთიანების გარეშე ვერაფრით აღდგება.

„ამას უნდა სერიოზული მოლაპარაკებები, მათ შორის ხელის ჩამორთმევა, ხელის გაწვდენა, როგორც მინიმუმ. ამას აუცილებლად მოჰყვება შედეგები. ხალხის გულებში თუ აღდგება ერთმანეთის ნდობა, მაშინ, რა თქმა უნდა, აღდგება ჩვენი ძმობაც, მეგობრობაც და მხოლოდ ამის შემდგომ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა. რა თქმა უნდა, თავად მიწა და ტერიტორია ადამიანების გულების გაერთიანების გარეშე ვერაფრით აღდგება“, – აცხადებს ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები