თანმიმდევრული განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა

ევროკომისიას 2023 წლის თანმიმდევრულობის ინდექსი აქვს გამოქვეყნებული, რომელიც განმარტების მიხედვით ზომავს, აფასებს და ადარებს ქვეყნების ერთგულებას მდგრადი, სამართლიანი და თანასწორუფლებიანი ადამიანური განვითარებისადმი მსოფლიოს 148 ქვეყანაში.
საქართველომ შეფასების 100 ბალიანი სისტემით 53,84 ქულა მიიღო და 33-ე ადგილიდან საუკეთესო ოცეულში მე-12 პოზიციაზე დაწინაურდა.

ეს საუკეთესო სარეიტინგო პოზიციაა, რაც კი საქართველოს აქამდე დაუფიქსირებია.

რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 28 სახელმწიფოს და დიდი შვიდეულის ყველა ქვეყანას.
ინდექსის ისეთ წამყვან ინდიკატორში, როგორიცაა „დემოკრატიული წინსვლა“ საქართველომ შეფასების 100- ბალიანი სისტემით 80 დაიმსახურა და მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა.

ამ მაჩვენებლით საქართველომ გაასწრო დიდი შვიდეულის 6 სახელმწიფოს, ევროკავშირის და მსოფლიოს წამყვან რამდენიმე ქვეყანას: შეერთებულ შტატებს, გერმანიას, გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, იტალიას, იაპონიას, ავსტრალიას, ესპანეთს, ხორვატიას, პოლონეთს, საბერძნეთს, უნგრეთს, სამხრეთ კორეას და ა.შ.
ანგარიშს საერთაშორისო შემფასებელი ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმა „კოორდინატორი“ ესპანეთში აწარმოებს. ინდექსს ევროკომისია აქვეყნებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები