განათლების სამინისტროს ცნობით, სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ

თბილისის მასშტაბით რამდენიმე სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესულ შეტყობინებასთან დაკავშირებით,  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კომენტარს აკეთებს.

უწყების ცნობით, სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ. სასწავლო  დაწესებულებებმა შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით იმოქმედეს.

ადგილზე შესაბამისი უწყებები მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო,  დღეს თბილისის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები