ლაშა ქარდავა: აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო დაწესებულებების რებრენდინგი იწყება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სამედიცინო დაწესებულებების რებრენდინგი იწყება. განაცხადა აფხაზეთის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა ლაშა ქარდავამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ძირეული ცვლილებები იგეგმება.
„დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარისგან მივიღეთ დავალებები ჩვენი სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული პოლიკლინიკების განვითარების შესახებ. ჩვენი მიზანია დევნილ მოსახლეობას, ხარისხიანი და ეფექტური მომსახურება მივაწოდოთ. სწორედ ამიტომ საკითხის ძირეული შესწავლის შემდეგ დავიწყებთ პოლიკლინიკების რებრენდინგს“, – განაცხადა ლაშა ქარდავამ.
აღსანიშნავია, რომ დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრებმა, მთავრობის თავმჯდომარისგან, დროებით დევნილი საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების შესწავლის და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით კონკრეტული დავალებები მიიღეს.