“ჰერჩინსკის განცხადებიდან გამომდინარე, კოლექტიური “ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, მისი არასამთავრობოები, ტელევიზიები ერთხმად ამბობენ, რომ ჩვენი რეკლამა არ უნდა იქნეს განთავსებული” – გორდულაძე

“ჰერჩინსკის განცხადებიდან გამომდინარე, როგორც კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ასევე, მისი არასამთავრობოები, ისე ტელევიზიები ერთხმად ამბობენ, რომ ჩვენი რეკლამა არ უნდა იქნეს განთავსებული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

დეპუტატი კონკრეტული ტელევიზიების მიერ მათ არხებზე “ქართული ოცნების“ რეკლამის დაბლოკვას გამოეხმაურა.

“მე დარწმუნებული ვარ, ობიექტური სადამკვირვებლო მისია აუცილებლად შეიტანს თავის ანგარიშში, რომ პირდაპირი მნიშვნელობით ებრძვიან “ქართულ ოცნებას,“ ებრძვიან მშვიდობას და არიან პირები, რომლებსაც არ უნდათ, რომ “ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვოს არჩევნებში”, – აღნიშნა გორდულაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა “ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს წარწერით: “არა ომს, აირჩიე მშვიდობა“ 4 ოქტომბერს “სამარცხვინო“ და “შემზარავი“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები