კობა კობალაძე გურიაში ვეტერანებს შეხვდა 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გურიაში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა და მათ სამსახურის მუშაობის 10-წლიანი ანგარიში წარუდგინა.  
შეხვედრაზე ვეტერანების მხრიდან გამოიკვეთა ჯანდაცვის, საცხოვრებლით უზრუნველყოფის და ბიზნესის განვითარების საკითხები.
კობა კობალაძე რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები