კობა კობალაძე ზუგდიდში ვეტერანებს შეხვდა
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს,მორიგი შეხვედრა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან გაიმართა.
კობა კობალაძემ ვეტერანებს სამსახურის მუშაობის 10-წლიანი ანგარიში წარუდგინა და ყველა იმ პროექტსა და ინიციატივაზე ისაუბრა, რაც სამსახურის ბენეფიციართა წინაშე, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად ხორციელდება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ვეტერანების მხრიდან გამოიკვეთა რამდენიმე,მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი; მათ შორის,ჯანდაცვის, საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
კობა კობალაძე რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს განაგრძობს.
ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.