ლაშა ქარდავა დევნილთა პოლიკლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლაშა ქარდავამ დევნილთა პოლიკლინიკების ხელმძღვანელებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა მოისმინა თბილისსა და რეგიონებში არსებულ დევნილთა პოლიკლინიკებში არსებული პრობლემები და საჭიროებები.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს აღნიშნული მიმართულებით არსებულ პრიორიტეტებზე და სამომავლო პერსპექტივებზე. ასევე, პოლიკლინიკების ეფექტიანი მართვისა და განვითარებისთვის დაისახა სამომავლო გეგმები.