ლევან მგალობლიშვილმა გაგრის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიას და აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად, გაგრის ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს არის გაგრის დაცემის დღე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ 1992 წელს გაგრაში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას. ჩვენი ვალია, გვახსოვდეს გმირები და ყველაფერი გავაკეთოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის თავმჯდომარემ, ასევე, გმირთა მოედანზე საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავასა და ეროვნული გმირის, გენერალ-მაიორ გენო ადამიას ბიუსტები ყვავილებით შეამკო.
გმირთა მემორიალთან აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები