რუსეთმა უკრაინაში მებრძოლი ქართველის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში მებრძოლი ქართველის, რატი ბურდულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბურდული კურსკის ოლქის მცხოვრებლების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ქმედებებშია მხილებული.
„რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარმა სამხედრო საგამოძიებო დეპარტამენტმა, ქართველი დაქირავებული პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა“, – ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, რატი ბურდული ეჭვმიტანილია არაერთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, მათ შორის მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობაში, ტერორისტული აქტის ჩადენაში, ხელისუფლების წარმომადგენელზე ძალადობის გამოყენებაში. რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, ქონების განზრახ განადგურებასა და დაზიანებაში.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბურდული ამჟამად პირადად მონაწილეობს შეიარაღებულ კონფლიქტში, როგორც დაქირავებული მებრძოლი.