ალუდა ღუდუშაური ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონზე: მე ვიტყოდი, რომ ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის რეგულაცია, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ახალგაზრდობა მავნე ზეგავლენისგან

მმართველი გუნდის წევრი ალუდა ღუდუშაური მიიჩნევს, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი ისტორიული მნიშვნელობის რეგულაციაა, რომელმაც ახალგაზრდობა მავნე ზეგავლენისგან უნდა დაიცვას.

„მე ვიტყოდი, რომ ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის მქონე რეგულაცია, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი, ჩვენი ახალგაზრდობა იმ ცალსახად მავნე ზეგავლენისგან, რომელიც მართლაც ამორალურია და რომელიც ძალიან დიდ რისკებს შეიცავს“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა და არც ვეტო დაადო. დოკუმენტი ძალაში შევა, რადგან მას ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები