გიორგი კახიანი: პრეზიდენტმა ვერ გაბედა, რომ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონისთვის ვეტო დაედო, რადგან საზოგადოებისგან ამას ძალიან უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, პრეზიდენტმა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონისთვის ვეტოს დადება ვერ გაბედა, თუმცა, ვერც ხელის მოწერა შეძლო.

„პრეზიდენტმა ვერ გაბედა, რომ კანონისთვის ვეტო დაედო, რადგან საზოგადოებისგან ამას ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვებოდა. ვერც ის შეძლო, რომ კანონპროექტისთვის ხელი მოეწერა, იმიტომ რომ, როგორც ჩანს, ამის გამო მას ქვეყნის გარედან უსაყვედურებდნენ“, – აღნიშნა კახიანმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა და არც ვეტო დაადო. დოკუმენტი ძალაში შევა, რადგან მას ხელი პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები