გიორგი კალანდარიშვილი: არასწორია, თითქოს პროცესი არ არის ინკლუზიური, თუ ვინმეს ჩვენთვის რამის თქმა და მოწოდება სურს, ამის ყველანაირი შესაძლებლობა აქვს

არასწორია, თითქოს პროცესი არ არის ინკლუზიური, თუ ვინმეს ჩვენთვის რამის თქმა და მოწოდება სურს, ამის ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა პირველი არხის ეთერში განაცხადა.

კალანდარიშვილმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას, რატომ ისმის არაერთი განცხადება არჩევნების მოსალოდნელ გაყალბებასთან დაკავშირებით და რა საფუძველი აქვს ამგვარ განცხადებებს.

„დანარჩენი, ამის მიღმა, თუ არის მხოლოდ საჯარო შეფასებებით, სხვადასხვა ვიდეო რგოლით და ფორმებით გამოხატული, რა თქმა უნდა, ეს მათი შეფასებებია. თუ ისინი მიიჩნევენ, რომ სადმე არის რამე რეალური, ობიექტური წუხილის სივრცე, რომელიც გადაზღვევას, გამოსწორებას და ყურადღების მიქცევას საჭიროებს, ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ყველაზე ჯანსაღი და სწორი ფორმაა, ერთად დავსხდეთ და ვიმსჯელოთ მის გამოსწორებაზე, მათ შორის, თუ ვინმე ფიქრობს, რომ არის რისკი რამე მანიპულაციების. დღეს ეს რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი და რიგ შემთხვევაში, ფაქტობრივად არ არსებობს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ყოველდღიურად გვესმის არაერთი მითი და არაერთი მანიპულაცია“, – აღნიშნა ცესკო-ს თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები