ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ საარჩევნო პროგრამას 7, ან 9 ოქტომბერს წარადგენს – კოვიდი მქონდა და ამიტომ გადაიდო

„ქართული ოცნება“ საარჩევნო პროგრამას 7, ან 9 ოქტომბერს წარადგენს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„პროგრამას 7, ან 9 ოქტომბერს წარვადგენთ, თარიღი დაზუსტდება. კოვიდი მქონდა და ამიტომ გადაიდო. გავიტესტე და უკვე კარგად ვარ“, – აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პირველ ოქტომბერს დაგეგმილი პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები