”რა იყო ISFED-ის უმეცარი შეცდომა 2020 წელს, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა იმ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით და კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ ამ კარტბლანშის მიცემა?” – კირცხალია

”რა იყო ISFED-ის უმეცარი შეცდომა 2020 წელს, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა იმ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით და კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ ამ კარტბლანშის მიცემა?”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, პირდაპირ აშშ-ის სახელმწიფო ხაზინიდან ფინანსდება ISFED-ი, USAID კი მისი მთავარი დონორია.

„პირდაპირ აშშ-ის სახელმწიფო ხაზინიდან ფინანსდება ISFED-ი, USAID არის მისი მთავარი დონორი და ყველას კარგად, გვახსოვს 2020 წელს რა დაატრიალეს. შანსი რომ აღარ ჰქონდათ და უნდა ეღიარებინათ ყველაფერი, ასე უტიფრად გამოვიდნენ და თქვეს – უი, უკაცრავად, შეგვეშალაო. რამე სამაგიდო თამაშს ვთამაშობდით და შეეშალათ? ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოსგან ვისმენთ – კარგი, რა, რა გახდა ეს ISFED-იო. რა იყო უმეცარი შეცდომა, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა იმ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით და კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ ამ კარტბლანშის მიცემა? ეს იყო უმეცარი შეცდომა? არა, მეგობრებო არ იყო და ასეთი განცხადება არის პირდაპირ შეურაცხყოფის მიყენება საზოგადოებისთვის“, – განმარტა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები