რატი ბრეგაძე: რუსეთისთვის „ნაცმოძრაობაზე“ დიდი საქმე არავის გაუკეთებია

“რუსეთისთვის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დიდი საქმე არავის გაუკეთებია. ისეთი მოღალატეობრივი ქმედებები, როგორიც ამ პარტიის მესვეურებმა ჩაიდინეს, საქართველოს ისტორიაში რთულად თუ მოიძებნება”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ მთელი მსოფლიოს გაეგო – საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული.

“როდესაც ვინმე „კაგებეს“ მეთოდებზე და რუსეთთან კავშირზე საუბრობს, მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ “ნაციონალური მოძრაობაა“ ის ძალა, რომელმაც ხელი მოაწერა იმას, რომ მძინარე ცხინვალის დაბომბვა ქართველი სამხედროებისთვის დაებრალებინათ. “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი სამხედროები დაგვეცვა, მთელი მსოფლიოსთვის გვეცნობებინა, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული. იმ დიდი გამარჯვებების შემდეგ, რომელიც საქართველომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს სტრასბურგის სასამართლოში მოიპოვა, ყველას შეგვიძლია თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი დღემდე რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები