ლევან მაჭავარიანი მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშზე: ეს არის ყოვლად მიუღებელი და ამორალური ანგარიში

მმართველი გუნდის წევრი ლევან მაჭავარიანი მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშს ეხმაურება.

მისი შეფასებით, ანგარიში ამორალურია.

“ძალიან სამწუხარო ანგარიშია ეს და ძალიან შემაშფოთებელი. ეს არის გაიდლაინი, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები არჩევნების შემდეგ.

ისინი ხაზს უსვამენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” შეიძლება მოიგოს არჩევნები და მოიგოს ორი მესამედითო და სულ რომ აღიაროს ყველამ ლეგიტიმაციაო რაღაც პროცესები უნდა განვითარდესო და პირდაპირ არის მითითებული, ეს პროცესები, როგორ უნდა გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში. ეს არის ყოვლად მიუღებელი და ყოვლად ამორალური ანგარიში, მათ აბსოლუტურად არაფერი აინტერესებთ ჩვენს ქვეყანაში არეულობის გარდა,”- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

ცნობისთვის, მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშში წერია – ” ყველა ერთხმად თანხმდება იმაზე, რომ არჩევნებს აუცილებლად მოჰყვება არეულობა.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები