კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა

კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეუერთდა.

ის გაერთიანების ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გორში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს წარადგინა.

„მინდა ძალიან დიდი სიამაყით გითხრათ, რომ ამ ძალიან დიდ გაერთიანებას უერთდება ერთი ხმა, ერთი ძალიან სერიოზული მხარდამჭერი. ადამიანი, რომელიც არის პატრიოტი, უწესიერესი და რაც ყველაზე მთავარია, უკომპრომისო მებრძოლი თავისუფალი და ძლიერი საქართველოსთვის“, – განაცხადა ხაზარაძემ მარგველაშვილის წარდგენისას.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ის თავს ვერ ხედავს პარლამენტში და შესაბამისად, სიაში არ იქნება.

„მე პირადად, კანონშემოქმედებით პროცესში ჩემს თავს ვერ ვხედავ. არ ვარ მე ეგ ტიპი. კანონებთან მიმართებით თუ მკითხავთ, უფრო ვეტოები მეხერხება. შესაბამისად, მე ვიქნები ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად და მომავალში ერთად ვიდგებით, მაგრამ არა როგორც დეპუტატი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები