გიორგი კახიანი – ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერის მიწვევის გაუქმებაზე: ამ ფაქტს არჩევნების მოახლოებას ვუკავშირებ

„ამ ფაქტს არჩევნების მოახლოებას ვუკავშირებ”, – ასე აფასებს მმართველი გუნდის წევრი, გიორგი კახიანი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოწვევის გაუქმებას.

” ვითარებაა ასეთი: ჩვენ გვყავს ოპოზიცია, რომელსაც არანაირი რესურსი არ გააჩნია, არანაირი მხარდაჭერა არ აქვს საზოგადოების მხრიდან, ეს არის ძალა, რომელიც ქვეყნის შიგნით ვერაფერს სთავაზობს საზოგადოებას. ეს ძალა პოლიტიკურად სულდგმულობს ასეთი განცხადებებითა თუ მოქმედებებით, რომელსაც ქვეყნის გარედან ვხედავთ. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები ასეთი განცხადებები უფრო და უფრო მატულობს. ეს ყველაფერი ემსახურება ერთ რამეს, რომ რამენაირად ოპოზიცია, რომელსაც საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნია. უკვე რამდენი ხანია წინასაარჩევნო პერიოდი მიმდინარეობს და ვერ გავიხსენებ რამე ისეთ, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს საზოგადოებისთვის პრობლემურ საკითხზე ესაუბრა“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა “დღის ქრონიკაში” საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები