გია ვოლსკი ჯო ბაიდენთან მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე: ეს არის პოლიტიკური დემარში

,,რასაკვირველია, ეს არის პოლიტიკური დემარში. აშშ-მ გადადგა ეს ნაბიჯი და მისი ინტერესი კიდევ ერთხელ გამოიხატა, რომ ხელისუფლებას „ნაცმოძრაობა“ დაუბრუნდეს. მათ დასახმარებლად არის რგოლი გადმოგდებული”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიწვევის გაუქმებას.

მისი თქმით, მსგავსი ნაბიჯი ქართული ხელისუფლების პოლიტიკისთვის შეუფერებელია.

„გარე ჩარევა იმისათვის, რათა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, არის სწორედაც ის ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას. არ შეიძლება მავნებელთა და საქართველოსთვის ამხელა ზარალის მიმყენებელთა მხარდაჭერა, პოლიტიკური განცხადებებით, თუნდაც ქმედებებით, თუნდაც იმითი რომ ვთქვათ, კობახიძე არ მიიწვიეს გარკვეულ მიღებაზე, სადაც ტრადიციულად, ყველა ქვეყანა მიუხედავად შიდა პოლიტიკური ვითარებისა, არის მიწვეული. ეს დემარში, ზოგადად, საქართველოს მიმართ, თუნდაც მიღებაზე მიწვევა-არმიწვევის საკითხი, თუნდაც ასეთი ღია და აშკარა მხარდაჭერა კოლექტიური „ნაცმოძრაობისადმი“, არის აბსოლუტურად შეუსაბამო, შეუფერებელი იმ პოლიტიკასთან, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას გააჩნია. ჩვენი ინტერესია ევროინტეგრაცია და ჩვენმა წინამორბედმა და დღეს რადიკალურმა ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ ინტერესს ბარიერად აღემართა რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარი. ეს მოხდა უკვე და იგივე შეცდომის გამეორებას არ დაუშვებს ქართველი ამომრჩეველი,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები