რატი იონათამიშვილი – გახარიასა და შალელაშვილის შეხვედრაზე: აქ ფასეულობების ჭიდილია – ფულზე ვინ იკადრებდა ლაპარაკს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიასა და ბიზნესმენის, შოთა შალელაშვილის შეხვედრას ეხმაურება.

“აქ ფასეულობების ჭიდილია – ფულზე ვინ იკადრებდა ლაპარაკს”, – დაწერა სოციალურ ქსელში იონათამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, მედიაში გავრცელდა გიორგი გახარიასა და ბიზნესმენის, შოთა შალელაშვილის შეხვედრის კადრები. შალელაშვილი მედიის წარმომადგენლების მიერ თაღლითობაშია მხილებული.
“ქრონიკის” ინფორმაციით, გახარია შალელაშვილს პარტიული სიის ხუთეულში ადგილის სანაცვლოდ, ორ მილიონ ლარს სთხოვს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები